|
2017-11-27 13:30:40, 1529 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-უკრაინას შორის მიწის რეგისტრაციის სისტემის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, ხოლო უკრაინული მხრიდან უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურის უფროსის მოადგილემ იური ზასტავნიმ მოაწერეს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, დოკუმენტი მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში თანამრომლობას ითვალიწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა მათი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების, ინფორმაციისა და სპეციალური ცოდნის გაზიარების გზით. თანამშრომლობის მიზანია, შეიქმნას თანამშრომლობის ჩარჩო და ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების პროგრამას მხარეებს შორის მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში. მხარეები მემორანდუმის მიზნების მისაღწევად გამოიყენებენ ორმხრივ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს იდეების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. უკრაინული მხარე ასევე დაინტერესდა საქართველოში წარმატებულად მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)