|
2017-11-27 12:17:43, 1688 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს სუს-მა პარლამენტში უპასუხოს
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში, დახურულ ფორმატში უნდა უპასუხოს. „ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, რომ კითხვები დაგვესვა, სანამ სპეცოპერაციის ცხელი ფაზა მიმდინარეობდა. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ მწვავე კითხვები დაგვესვა, თუმცა ცხელმა ფაზამ უკვე ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღის წინ ხდებოდა, ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც დაგროვდა, საზოგადოებას პასუხი ჯერ კიდევ არ აქვს. პირველ რიგში, კითხვა უკავშირდება იმას, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი იყო თუ არა ჩატაევი - ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია სტამბოლის ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვა და 200-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ადამიანი ლიკვიდირებული მართლა იყო თუ არა და საქართველოში როგორ მოხვდა. რა მიზნები და რა ამოცანები ჰქონდა ამ დაჯგუფებას. ისინი ტერორისტული აქტის თუ რაიმე სხვა ტიპის დივერსიული აქტის მოწყობას აპირებდნენ. ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღი როგორ შემოიტანეს. ველოდებით, რომ კითხვებზე პასუხები საჯარო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტში დახურულ ფორმატში, კომიტეტის შეხვედრაზე მოვიდეს. იქნება ეს ნდობის ჯგუფი თუ სხვა ტიპის დახურული ფორმატი და ამ და სხვა სახის ოპერატიულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. სუს-ი პარლამენტში უნდა მოვიდეს. ეს არის ლეგიტიმური და სწორის პასუხი, რომელიც დღეს საზოგადოებაში დაგროვდა”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, 2 კი, დაიჭრა. ასევე დაიჭრა შსს-ს 2 თანამშრომელი.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)