01:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 11:03:00, 1690 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს. 


უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები; ნაგებობის მდგრადობის შესანარჩუნებლად ეწყობა ხიმინჯები, რომლის გარშემო კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის სარტყელი; მთლიანად იცვლება და მონტაჟდება ახალი ელექტროსისტემა, ელექტროგადამცემი ხაზი, კაშხლის ფარები, ელექტროძრავები, მართვის კარადები, ტრანსფორმატორი და სხვა ძველი მოწყობილობები იცვლება ახლით; ასევე, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მონტაჟდება შესაბამისი სიმძლავრის გენერატორი; წყლის კალაპოტის ფორმირებისთვის ობიექტზე მიმდინარეობს წყალარინების სამუშაოები.


 ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის გამართვით, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ხონის 8 000, სამტრედიის 6 000 და მარტვილის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარზე, რაც საერთო ჯამში 14 300  ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესება 21 სოფელს მოიცავს.


სარეაბილიტაციო სამუშაოები  წლის ბოლოს დასრულდება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics