|
2017-11-26 17:43:35, 2028 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო
თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)