|
2017-11-25 20:04:43, 2048 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის. „დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. პირადად მე და თურქეთის მთავრობა ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, მომხდარი ფაქტის გამო, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ და ქართველ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“, - ნათქვამია თურქეთის პრემიერის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარ ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)