|
2017-11-25 19:55:51, 2129 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ დაკრძალავენ
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულ ვანო გოლოშვილს ხვალ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე გარდაცვლილს ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ვანო გოლოშვილს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. შეგახსენებთ, ვანო გოლოშვილი 22 ნოემბერს, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან, სპეცოპერაციის დროს კიდევ ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა, მათგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს თანამშრომელია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი დააკავეს, სამი კი, ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)