17:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 11:46:15, 381 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, რაც მოძალადეთა მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებაში გამოიხატება.

"სულ ახლახან, გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის მოზარდის - ლევან ცაავას  სიცოცხლე  ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციისა და რუსი სამხედროების  მიერ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამოგონილი საზღვრის  გადაკვეთის წესების მოთხოვნამ შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს  ტრაგიკული ფაქტი ენგურსგაღმა და გამოღმა საქართველოში განსხვავებული ინტერპრეტაციებით ვრცელდება, ვერავინ უარყოფს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს  აფხაზეთის უკანონო -  დეფაქტო ხელისუფლება ყოველმხრივ ზღუდავს და ელემენტარულ უფლებებს ართმევს, რის გამოც არაერთხელ დამდგარა ასეთი  ტრაგიკული შედეგი.

დროა,  მორიგი, მსგავსი  უბედურების პრევენციისათვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების, სარწმუნოების, სქესისა თუ ასაკის მიუხედავად, მიეცეთ უფლება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის დაცვას ეხება, ასეთ შემთხვევაში მაინც, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, გადალახონ ე.წ. საზღვარი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის",-ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს  ჟენევისა თუ სხვა ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მონაწილეებს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ეს საკითხი პრინციპულად განიხილონ უახლოეს შეხვედრაზე, მიიღონ  შესაბამისი - ჰუმანური გადაწყვეტილება და ამით ხელი შეუწყონ აფხაზეთში ადამიანთა სიცოცხლის ხელშეუვალი უფლების დაცვას!





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics