|
2017-11-25 11:25:15, 3727 ნახვა
სამართალი
ტურიზმის დეპარტამენტი ირწმუნებოდა, რომ „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოება დაცულია
სასტუმრო "ლეო გრანდი", რომელშიც გუშინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა, და 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.სასტუმრო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ივნისს გახსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე დღემდეა ცნობა, რომ "რეკომენდებულია" - ეს სტატუსი გაიცემა ისეთ ობიექტებზე, სადაც ტურიზმის დეპარტამენტის შეფასებით, დაცულია: "დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში, - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირბეით. ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გუშინ დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ირანის 1 ხოლო საქართველოს 10 მოქალაქე. ინტოკსიკაციის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების შორის არიან 5 თურქეთის და 1 ისრაელის მოქალაქე.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)