|
2017-11-24 15:05:54, 655 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ადმინისტრაციული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. „ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის ა.რ მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით. დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების მიზნით. საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)