19:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 13:06:59, 2044 ნახვა

პოლიტიკა
განათლების მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ოთხი მოადგილე ეყოლება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ქეთევან ნატრიაშვილი იქნება. თანამდებობებზე დარჩებიან ასევე მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, ხოლო მეოთხე მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე თევზაძე გახდება.

„ალექსანდრე თევზაძემ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, შემდეგ კი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 1999 წელს, ის ლეუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრის დოქტორანტი გახდა, სადაც 2006 წელს,  მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მათემატიკაში (ასტროფიზიკის სპეციალობით).

2005 წლიდან დღემდე, ალექსანდრე თევზაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პოსტდოქტორანტის პოზიციებზე ტურინის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა (იტალია) და პარიზის ობსერვატორიაში მედონში (საფრანგეთი). ამავდროულად, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, ასოცირებული მკვლევარისა და მკვლევარის თანამდებობებს იკავებდა.

ათობით პუბლიკაციის ავტორი ალექსანდრე თევზაძე  2009 წლიდან არჩეულია თსუ-ს ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან,  კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიკის დეპარტამენტის მოწვეული ასოცირებული პროფესორია.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის დეპარტამენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას,  მიმდინარეობს ინტეგრაციისთვის მზადება“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics