12:10 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 12:55:07, 1973 ნახვა

სამართალი
„ალ-ჯაზირა“: საქართველოს ოფიციალური პირები ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ, რის გამოც, ამ თემით სპეკულირება ხდება

საქართველოში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებთან ერთად,  ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“–ც  გამოეხმაურა.  

როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, „საქართველოს ოფიციალური პირები,  მოკლული და დაკავებული ტერორისტების იდენტიფიცირებას არ ახდენენ. ინფორმაციის ნაკლებობამ კი ამ ამბით სპეკულაცია გამოიწვია“.

„ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ მოქალაქეობას ან ეთნიკურ კუთვნილებ "მნიშვნელობა არ აქვს ".–   წერს  „ალ-ჯაზირა“.

ტელეკომპანია დაუკავშირდა პანკისის ხეობის მცხოვრებს, სულხან ბორძიკაშვილსაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ არაფერია ცნობილი.

„ჩვენ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ დღეს. უცნობია, ვინ იყვნენ დამნაშავეები,საიდან იყვნენ. მაგრამ ინციდენტი უხეშად დაუკავშირეს პანკისის ხეობას. შესაძლოა გამოძიებამ სრულიად სხვა რამ  დაადგინოს, მაგრამ  პანკისის ხეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი მაინც უარყოფითი დარჩება. სოციალურ ქსელებში ხალხმა ეთნიკურ ჩეჩნებზე თავდასხმა დაიწყო. აგრესიული მიმართვები გავრცელდა“, - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა „ალ–ჯაზირა“–სთან  საუბარში.

გამოცემამ ქართულ მედია საშუალებებზეც ისაუბრა და   ქარტიის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქარტიამ, მედია ორგანიზაციებს მეტი პასუხიმგებლობიკენ  მოუწოდა  და დაუზუსტებელი ინფორმაციის გაშუქებისგან თავის შეკავება მოსთხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics