|
2017-11-23 14:57:23, 1922 ნახვა
საზოგადოება
ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტს კერძო და სახელმწიფო აღმასრულებლები გაეცნენ
ახალი სააღსრულებო კოდექსისა და სააღსრულებო სისტემის ახლებური მოწყობის პროექტს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები, კერძო აღმასრულებლები და აღსრულების პოლიციის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ის ნოვაციები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქართულ სააღსრულებო სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიურო უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება. აღმასრულებლებს ახალი კოდექსის პროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ და კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა გააცნეს. პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი კოდექსით ქვეყანაში თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სააღსრულებო სისტემა შეიქმნება.
სახელმწიფო და კერძო აღმასრულებლის საქმიანობა და ყველა ის სააღსრულებო საკითხი, რომლებიც დღეს მოქმედი კანონით არ რეგულირდება. ახალი სააღსრულებო კოდექსის პროექტის ირგვლივ საჯარო განხილვები და მისი გაცნობა დაინტერესებული პროფესიული ჯგუფებისთვის კვლავ გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)