|
2017-11-23 12:35:27, 2959 ნახვა
საზოგადოება
უმარ იდიგოვი: ბინაში, სადაც გუშინ შტურმი განხორციელდა, მამაკაცებთან ერთად ქალი და 2 ბავშვი იმყოფებოდა
„კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის“ ხელმძღვანელის, უმარ იდიგოვის ინფორმაციით, ბინაში, სადაც გუშინ შტურმი განხორციელდა, მამაკაცებთან ერთად 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდა. როგორც იდიგოვმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსაც მიაწოდა. „დილით ადრე დამიკავშირდნენ. ჩემმა მეგობრებმა დახმარება მთხოვეს. მივედით სპეცოპერაციის ადგილზე. იქ სპეცრაზმი და დიდი რაოდენობით ძალოვნები დაგვხვდნენ. ჩეჩენმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყო . ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენო და აქ სამკურნალოდ იმყოფებოდნენო. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ბინაში ბავშვები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი ამის შესახებ, ვთხოვე რომ მათთან მოსალაპარაკებლად შევეშვით, თუმცა უშედეგოდ. ჩვენ ჩეჩნები ვართ და გამოვნახავდით საერთო ენას, თუმცა სროლა არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ახმედ ჩატაევის საკითხს მე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ და იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა ამის შესახებ აუცილებლად მეცოდინებოდა”, - განაცხადა უმარ იდიგოვმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)