|
2017-11-23 11:58:13, 1872 ნახვა
კომენტარი
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ვეხმარებოდი, მე შვილებს ვჭირდები, გთხოვთ, გამათავისუფლოთ
დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი და არანაირი გარემოება იმისა, რომ გამოძიებას მიემალოს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს და არავითარ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია: „15 წელი საქართველოში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში არანაირი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ ვყოფილვარ და არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციას არ ვეხმარებოდი. საბანკო ანგარიშებიდან არც ერთი თეთრი ტერორისტულ ორგანიზაციაში არ გადამირიცხავს. ამ 15 წლიანი მუშაობის შედეგად სახელმწიფო უწყებებიდან მადლობის სიგელების მეტი არაფერი მიმიღია. ჩემი ოჯახის წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან.მე შვილებს ვჭირდები, გთხოვთ გამათავისუფლოთ“,-განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა. თუმცა, მოსამართლემ მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 3 თვით გაუგრძელა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)