|
2017-11-23 11:51:47, 2361 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 3 თვით გაუგრძელდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკამყოფილა და ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა. მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობის ვადა დღეს ეწურებოდა, თუმცა პროკურატურამ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის 3 თვით გაგრძელება მოითხოვა, რაც მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა გაითვალისწინა. პროკურორის თქმით, არსებობს საფრთხე რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გამოძიებას მიემალება და ხელს შეუშლის ექსტრადირების პროცედურებს. აღნიშნულს არ დაეთანხმა თავად ბრალდებული და დაცვის მხარე. ადვოკატებმა 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და ასევე ლტოვილთა სამინისტროს წინააღმდეგ ჩაბუქის სარჩელთან დაკავშირებით ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ემრე ჩაბუქი მისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ლტოლვილთა სამინისტროს აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)