00:30 - 29 May, 2026
|
2017-11-22 17:23:56, 3282 ნახვა
საზოგადოება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიას ტოვებენ ჯავშანმანქანები და სამართალდამცველების ნაწილი. შტურმის შედეგად კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამასთან, კორპუსის აივანზე ხანძარი გაჩნდა. რაც შეეხება დაშავებულების შესახებ ინფორმაციას, „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ განცხადებას სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ცოტა ხანში გაავრცელებენ. შეგახსენებთ, დადასტურებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)