|
2017-11-22 15:22:37, 1654 ნახვა
კომენტარი
ნარჩემაშვილი: სპეცოპერაციის დროს, მედიამ კადრების პირდაპირ ეთერში გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავოს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კობა ნარჩემაშვილი ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, მისთვის მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში გადის. როგორც მან განმარტა, ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა არა მარტო ხელისუფლებას, არამედ პრესასაც აქვს. „ჩვენ უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების შეფასებებს, მათ განცხადებებს, მათ გააკეთეს უკვე განცხადება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ თავიანთი მოქმედებების შესრულებაში. ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავია, არის ის, რომ პრაქტიკულად სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში გადის, პასუხისმგებლობა ზოგადად ასეთ შემთხვევებში არ აქვს მარტო ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აქვს პრესასაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. იმიტომ რომ საზოგადოების უსაფრთხოება ყველას დასაცავია. ასეთი საგანგებო ვითარების დროს ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მედია რაღაც ადგილამდე მივიდა, ხოლო მერე ამ გადაღებული მასალის გავრცელებისა და პირდაპირ ეთერში გაშვებისგან შეიძლება თავი შეიკავოს“,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა. ცნობისთვის, სპეცოპერაციის კადრების პირდაპირ ეთერში გავრცელებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. როგორც ქარტიაში აცხადებენ, მედიას ვალდებულება აქვს, ანტიტერორისტული ქმედებები დეტალურად არ გააშუქოს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)