|
2017-11-22 13:30:03, 2756 ნახვა
სამართალი
გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმმა შტურმი დაიწყო
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ სროლის ხმა ისმის. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად შტურმი დაიწყო. ეჭვმიტანილები ერთ-ერთ კორპუსში არიან გამაგრებული და პერიოდულად სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. ამასთან მათ რამდენჯერმე ფანჯრიდან ხელყუმბარა გადმოაგდეს. რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაციის დროს დაშავდა ერთი სპეცრაზმელი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. იგი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. სპეცრაზმი პერიმეტრს სრულად აკონტროლებს. ადგილზე მობილიზებული არია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმები და ჯავშანტექნიკა. ტერიტორიაზე არსებული კორპუსებიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია. სპეცოპერაცია უკვე 17 საათზე მეტია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)