|
2017-11-21 22:10:39, 2195 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ვიცე მერი Q-Net-ის ბანერზე: მერიის სამსახურებს ნებართვა არ გაუციათ
„მერიის სამსახურებს ამაზე ნებართვა არ გაუციათ, ზოგადად ასეთ ნებართვებს არ გავცემთ“,-ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე ყაზბეგის ქუჩაზე, დელისის მიმდებარედ, კომპანია Q-Net-ის ბანერზე განთავსებულ საქართველოს რუკას, სადაც ქვეყნის ტერიტორია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეა გამოსახული. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ნებართვას მხოლოდ კონსტრუქციის დადგმაზე გასცემს. ის განმარტავს, რომ შინაარსი და რეკლამა არ არის მერიის კომპეტენცია. "მერიას ამ კონკრეტული რეკლამის ნებართვა არ გაუცია. არ გაუცია ასევე მერიას დაქვემდებარებულ არცერთ უწყებას. მერიის დაქვემდებარებული უწყებები, როგორიცაა ქონების სააგენტო და არქიტექტურა, გასცემენ ნებართვას და იძლევიან იჯარით მიწის ნაკვეთს, რომ ზედ დადგეს კონსტრუქცია. რეკლამის კონტენტს და შინაარსს მერიის სტრუქტურები არ ითანხმებენ. მერიის სამასახურებს ამაზე ნებართვა არ გაუციათ, ზოგადად არ გავცემთ ასეთ ნებართვებს. ჩვენ ვაძლევთ უბრალოდ ნებართვას კონსტუქციის დადგმაზე, ჩვენს კუთვნილ ნაკვეთთან დაკავშირებით , შინაარსი რეკლამის ეს არ არის მერიის კომპეტენცია. ზოგადად რეკლამის შინაარსს გაკვეული შეზღუდვები აქვს -რეკლამის შესახებ კანონის თანახმად ის არ უნდა გავდეს საგზაო ნიშანს, არ უნდა იდგეს ისე, რომ ხილვადობას აქვეითებდეს საგზაო ნიშნის მიმართ, არ უნდა უშლიდეს ტრანსპორტის გადაადგილებას და ასევე შინაარსთან დაკაშირებით ერთი მოთხოვნა დევს, რომ ქართულ ენაზე უნდა იყოს აუცილებლად წარწერები გაკეთებული",-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)