11:29 - 21 Aug, 2026
|
2017-11-21 19:11:11, 2107 ნახვა
სამართალი
თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა
თემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მამაკაცი, ორი კი არასრულწლოვანი გოგონა იყო. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გოგონების გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება მამაკაცს, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია). შემთხვევა დღეს დილით თემქის მე-11 მიკრორაიონში მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)