|
2017-11-21 14:37:00, 1773 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ე.წ. საზღვარი ხვალიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ციხელაშვილის თქმით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს უქმნის: „სხვადასხვა ე.წ. თარიღებთან დაკავშირებით ხდება ერთადერთი გადასასვლელის ჩაკეტვა, რომლითაც ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტის შესაძლებლობა აქვთ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხინვალის რეგიონის და მისი მოსახლეობისთვის. ასეთი პრაქტიკაა 2008 წლიდან მოყოლებული, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადასასვლელი გაიხსნება, შეუძლებელია ჩაიკეტოს დიდი ხნით, მაგრამ ის პერიოდი, როდესაც ხდება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა, უკვე დამატებით უქმნის პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად 23 ნოემბერს რეგიონში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები სახელდება, რომელიც "ვაჟკაცობისა და სახალხო ერთიანობის" დღეს უკავშირდება. ე.წ. საზღვრზე მიმოსვლა 24 ნოემბერს, საღამოს აღდგება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)