11:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 14:07:30, 2055 ნახვა

სამართალი
პირი, რომელიც გლდანში, სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა, დაკავებულია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული პ.დ., ყაჩაღობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ტყვიაგაუმტარი შუშის მიმართულებით ერთი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics