|
2017-11-21 12:51:29, 2286 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში კრიზისი გრძელდება - ანგელა მერკელი ქვეყანაში კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების მომხრეა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყანაში კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების მომხრეა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მერკელი ქვეყანაში აღებული კრიზისიდან ამომავალ გზას სწორედ არჩევნებში ხედავს. როგორც კანცლერმა განმარტა, იმის გამო, რომ ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ შედგა, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა. ამასთან, მერკელი ვერ ხედავს აუცილებლობას იმაში, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, პოსტი დატოვოს. ანგელა მერკელი თვლის, რომ უმცირესობით წარმოდგენილი ხელისუფლება ნაკლებად სასარგებლო იქნება მმართველობის მხრივ. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ანგელა მერკელის კანცლერობის 12 წლის განმავლობაში პირველი კრიზისული პერიოდია. ცნობისთვის, კოალიციური მთავრობის შექმნაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. პარტიებმა საკვანძო პრობლემებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. თუ პარტიათა შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, გერმანიაში ახალი არჩევნები დაინიშნება და მერკელის შეცვლა შესაძლოა მისივე პარტიამ მოისურვოს. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მიმდინარე წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მერკელი ცდილობს დემოკრატიულ პარტიასთან და მწვანეებთან კოალიციის შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)