|
2017-11-21 11:36:12, 1472 ნახვა
საზოგადოება
რეკონსტრუქციის შემდეგ მცირე საოჯახო სახლი გაიხსნა
მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო სახლი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერვისისთვის, სადაც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 10 ბავშვი ცხოვრობს, ახალი ადმინისტრაციული ოთახი და შემოქმედებითი სახელოსნო აშენდა, გამოიცვალა სახურავი და სრულად გარემონტდა შენობის ინტერიერი– საცხოვრებელი ოთახები, სველი წერტილები და აივანი. უწყების ცნობით, ასეთივე სამუშაოები სოფელ წილკანში მდებარე მცირე საოჯახო სახლშიც ჩატარდა. რეკონსტრუქციის პროექტი აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით გაკეთდა და მასში უშუალოდ მონაწილეობდნენ აშშ–ს ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების ჯარისკაცები. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოში აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი იან კელი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი, ასევე USAID–ისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გარემონტებული მცირე საოჯახო სახლი დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ შემოქმედებით სახელოსნოში ბავშვების მიერ დამზადებულ თექის ნივთებს და ნახატებს. გალავნის მცირე საოჯახო სახლი პროვაიდერ არასამთავრობო ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ–ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელსაც საქართველოში 4 მცირე საოჯახო სახლი აქვს. აქ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები სახელმწიფოს დაფინანსებით, ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებულ გარემოში იზრდებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)