|
2017-11-21 10:50:25, 1953 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სერბეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს რასიმ ლიაიჩს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რასიმ ლიაიჩისთან ერთად, საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის ბრანკო რუზიჩი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა რეფორმებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესონ საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი საქართველოში. ორმხრივ ქართულ-სერბულ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ბევრ სფეროში მიღწეული წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებებში კოოპერაციის დიდი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდეს ორმხრივი თანამშრომლობის კომისია, რომლის შეკრება მოხდება 2018 წლის პირველ ნახევარში ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის გასაძლიერებელია სამართლებრივი ბაზა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების ორმაგი დაცვისა და წახალისების და სხვა მიმართულებებით. ასევე დაიგეგმა 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველო - სერბეთის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომლის დროსაც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეები მსგავსი ფორმატით პირველად შეხვდებიან ერთმანეთს და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ. შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
(NS)
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)