|
2015-05-06 15:28:26, 753 ნახვა
პოლიტიკა
ბრუნო ბალვანერა: საქართველო რეფორმების კარგი შემსრულებელია
„საქართველო რეფორმების კარგი შემსრულებელია და ის რეგიონის მაგალითია, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ბევრი რაღაც“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა. ბალვანერას განცხადებით, საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლოს. „ორი წლის დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარებულიყო. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ ჩვენ გვიმასპინძლოს. საქართველო რეფორმების კარგი შემსრუებელია და ის რეგიონის მაგალითია, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ბევრი რაღაც“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის დირექტორის თქმითვე, დაგეგმილი ღონისძიება საქართველოსათვის ახალი საფეხური იქნება, რომ საერთაშორისო ინვესტორები მოიზიდოს. შეგახსენებთ, თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა 13-15 მაისს გაიმართება და მის ფარგლებში, 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი ჩამოვა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სერ სუმა ჩაკრაბარტიც ეწვევა.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)