11:29 - 21 Aug, 2026
|
2017-11-21 09:37:35, 2204 ნახვა
სამართალი
ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბათუმში, თამარისის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ცნობისთვის, თამარის დასახლებაში საკანალიზაციო მილების სამუშაოების დროს კომპანია „ფაიფერი და გზის“ თანამშრომლებმა ქვევრი იპოვეს. მუშებმა ქვევრი ხელით, შემდგომ კი მძიმე ტექნიკით დააზიანეს. ქვევრი სავარაუდოდ, მე-11-12 საუკუნით თარიღდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)