05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 12:31:19, 1186 ნახვა

რეგიონი
ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს.

პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი,რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისთვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბს", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩვენი რეგიონისათვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

„ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სავაწრო-ეკონომიკური, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. პირველ რიგში ვისაუბრეთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ართვინის გუბერნატორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება გაიმართოს  პერმანენტული ორმხრივი შეხვედრები, სადაც საბაჟოზე არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის საკრუიზო ტურიზმი. ჩვენ შევთახმდით პორტის ხელმძღვანელობასთან, რომ გავმართავთ საქმიან შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ საკრუიზო მარშუტის შექმნის საკითხს. ჩვენი სურვილია შავ ზღვაში შემოსულ ლაინერებს შევთავაზოთ ტრაპიზონი, შევთავაზოთ ბათუმი. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან,  საუბარია ბულგარეთზე, უკრაინასა და რუმინეთზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ტურისტულ მარშრუტში", - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics