|
2017-11-17 19:58:00, 2145 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული სატრენინგო მოდულის ფართოდ გამოყენება მოხდება
იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. დღეს ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა კასრაძემ შეაჯამეს. ღონისძიებაზე გადაწყდა, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ცნობიერების ასამაღლებელი სპეციალური სატრენინგო მოდულის ფართოდ გამოყენება მოხდება. სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადოებაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. მსმენელებს გაუღრმავდებათ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარონ მსხვერპლს და როგორ ამოიცნონ ძალადობის ესა თუ ის ფორმა. სწავლება მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით. აღნიშნული ტრენინგ-მოდულის გარდა, იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ გაიარონ ტრენინგები შემდეგ თემებზე: (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)