|
2017-11-17 17:54:05, 2072 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო შემდეგი განხილვა თბილისის პარლამენტში გაიმართება
„განხილვა გაგრძელდება, ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრა თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ამის შემდეგ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ განუცხადა. ირაკლი კობახიძემ ქუთაისში დღეს გამართული განხილვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედგა საინტერესო და აკადემიური დისკუსია. „შედგა პირველი შეხვედრა საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატის ფარგლებში. გვქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან, ასევე, დასავლეთ საქართველოდან გვყავდნენ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენ მათთან ერთად, მუხლობრივად განვიხილეთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ, და ასევე, ცალკე შევეხეთ ახალ ინიციატივას, იმ ხუთ ცვლილებას, რომელიც უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში. იყო ძალიან საინტერესო განხილვა, ძალიან აკადემიური განხილვა და ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)