00:19 - 29 May, 2026
|
2017-11-17 17:48:34, 2095 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სხდომა კრიტიკული განცხადებებით დაიწყო
თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები უნდა დაამტკიცონ, მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია თბილისის მერის კახი კალაძის მიერ წარდგენილ გუნდს მხარს არ უჭერს. როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ნიკოლოზ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ კახი კალაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს. მათ დედაქალაქის მერს ქალაქის მთავრობის სიიდან ჭონქაძის კანდიდატურის ამოღებისკენ მოუწოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)