|
2017-11-17 16:02:43, 1604 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „ბუღას“ რეკლამები სექსისტურია
მიმდინარე წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის“. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)