|
2017-11-17 15:18:37, 1869 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვებას ავეჯის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია შეძლებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ჯეო დეკორი“ ავეჯის კომპონენტების ლამინირებული ფილებისა და შპონირებული მერქან-ბოჭკოვანი ფილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ახალ ტექნოლოგიურ საწარმოო ხაზს დანერგავს. უწყების ცნობით, კომპანია 2010 წელს დაარსდა და ავეჯის დამზადებით და რეალიზაციით არის დაკავებული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მხარდაჭერით, შპს „ჯეო დეკორი“ ახალი დანადგარებს შეიძენს და პროდუქციის რაოდენობას გაზრდის. კომპანია ხარისხის ამაღლებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ინვესტიციის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 12 კაცით გაიზრდება. აღნიშნული საწარმო თბილისში, ქსნის ქუჩა N5 მდებარეობს. პროგრამის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში მისი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 765 000 ლარს შეადგენს. 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 753 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 600-მდე ადამიანს შეადგენს.
(NS)
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)