|
2015-01-16 11:16:33, 4079 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 2 ჯიჰადისტი მოკლა
აღმოსავლეთ ბელგიაში, ქალაქ ვერვეში, ანტიტრორისტული ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 2 ჯიჰადისტი მოკლა, ერთი ეჭვმიტანილი კი დააკავა. როგორც ქალაქის პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დერ სიპტმა განაცხადა, პოლიცია უთვალთვალბდა სირიიდან ჩამოსულ ჯგუფს, რომელიც ბელგიაში ფართომასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდა. მისივე ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი ჩხრეკის ორდერით მათთან მივიდნენ. პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები ბრიუსელშიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ახალი დაკავებულებიც იქნებიან. განვითარებული მოვლების გამო, ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, მესამე დონე გამოაცხადა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)