|
2017-11-17 13:40:29, 1810 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
“ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან მორიგ აქცია მართავენ. ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დაზარალებულებს კარვების გაშლას უფლება არ მისცა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. როგორც ხანძრის შედეგად დაზარალებულების ადვოკატი აცხადებს, მთავარი პროკურატურა საქმეზე დროულ გამოძიებას არ იწყებს. “მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება. ჩვენ საჩივრებიც შეტანილი გვაქვს და ეს ფაქტიც კი საკმარისია იმისთვის, სამშაბათს რაც მოხდა, გუშინ რაც მოხდა, საკმარისია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს თანამშრომლების მიმართ და დაიწყოს გამოძიება, რასაც არ ახორციელებს მთავარი პროკურატურა. ამიტომ ვიძახით, რომ შოთაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და უნდა წავიდეს სახლში“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)