17:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 14:09:58, 377 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტარდება

„მოხარულნი ვართ, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტარდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში დაგეგმილი ღონისძიების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში სპეციალური საინვესტიციო საბჭოც შეიქმნება.
„აქამდე კავკასიის არცერთ ქვეყნაში არ ჩატარებულა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა. ჩვენ  ვართ მოხარულნი, რომ EBRD-მა სწორედ საქართველო შეარჩია და ღონისძიება თბილისში სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტარდება. ეს არის ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ისინი აფასებენ პროგრესსა და რეფორმების კურსს. ჩვენი ბიზნესსექტორი აქტიურად  იქნება ჩართული ღონისძიებებში და ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ მოხდეს საქმიანი შეხვედრები, კონტრაქტების გაფორმება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისათვის და ზოგადად ქვეყნისათვის. ძალიან ბევრი პროექტი იქნება განხილული და ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის EBRD-ის საინვესტიციო საბჭოც შეიქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, EBRD-ის  ყოველწლიური შეხვდრის საორგანიზაციო სამუშაოები პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics