|
2017-11-17 13:36:05, 2407 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის შსს კარლეს პუჩდემონს ექსტრადირების შემთხვევაში ერთკაციან საკანს ჰპირდება
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რა პირობებში მოუწევს პატიმრობაში ყოფნა კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მადრიდში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს ბრიუსელის სასამართლო ესპანეთისთვის პუჩდემონისა და კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წევრების გადაცემის საკითხზე იმსჯელებს. მედიის ცნობით, ესპანური პენიტენციური სისტემის მოწყობის შესახებ კითხვის საპასუხოდ ესპანეთის შს უწყებამ ბელგიას 15-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა. როგორვ უწყებაში აღნიშნავენ, ექსტრადიციის შემთხვევაში, პუჩდემონს „ესტრემერას“ ციხეში მოათავსებენ, სადაც ამჟამად კატალონიის გენერალიტეტის სხვა ყოფილი წევრები იმყოფებიან. გარდა ამისა, რეგიონის ყოფილ ხელმძღვანელს მუდმივად დააკვირდებიან, იმისათვის, რომ სხვა პატიმრების მიერ მასზე შესაძლო თავდასხმა არ მოხდეს. ამასთან, პუჩდემონს ექნება შესაძლებლო აირჩის თუ სად გაატაროს პატიმრობა, ერთკაციან საკანში თუ სხვა თანაგუნდელებთან ერთად. 15-გვერდიან დოკუმნტში ასევე აღნიშნულია, რომ ესპანეთის კანონმდებლობა პატიმრების წამებასა და მათთან ცუდ მოქცევას კრძალავს, მათ შორის ქვეყნის ომბუდსმენი პატიმრობის მდგომარეობას რეგულარულად ეცნობა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი 2 ნოემბერს გასცა. ორდერი ასევე მთავრობის 4 ყოფილ წევრზე გაიცა.პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება და დღეს ბრიუსელში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)