|
2017-11-17 13:10:48, 1822 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასის“ ფინალური ეტაპი იწყება!
18-19 ნოემბერს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონსა და სტადიონ მცხეთა-პარკზე სტრატს აიღებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალური ეტაპი, რომელშიც 16 სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ტერიტორიული პრინციპით დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებში განაწილდებიან. დასავლეთ ზონის მატჩები 18-19, 25 ნოემბერს და 2 დეკემბერს გაიმართება წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, ხოლო აღმოსავლეთ ზონის მატჩები - 18-19, 26 ნოემბერს და 3 დეკემბერს სტადიონ მცხეთა-პარკზე. „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ჩემპიონი 9 დეკემბერს გამოვლინდება. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონების გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან. „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობენ რეგიონალური ლიგების გამარჯვებული გუნდები და თბილისის მერიის თასის ფინალისტები. „მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|









epn.ge (@expressnews.ge)