|
2017-11-17 12:50:39, 1788 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ეროვნული ნავიგაციის პროექტის საველე აღწერითი სამუშაოები დასრულდა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საველე ოპერატორებმა თბილისში საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული ობიექტები შესაბამისი ფოტომასალით აღწერეს. 41 ათასზე მეტ აღწერილ ობიექტს შორის არის განთავსებისა და კვების, ისტორიული, კულტურული, სპორტული, რეკრეაციული, ტურისტული, სავაჭრო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, ბანკები, ბანკომატები, ბენზინ და გაზგასამართი სადგურები და სხვა. სრულად იქნა აღწერილი გზათა ქსელი და საგზაო ნიშნები. საველე წესით შეგროვებულ გეოგრაფიულ მონაცემებს, საჯარო რეესტრი, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. პარალელურად, სააგენტო ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად მუშაობს, რომელშიც შეგროვებული მონაცემები ჩაიტვირთება. სანავიგაციო აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. საჯარო რეესტრი გეომონაცემებს მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და მონაცემების მსოფლიო სანავიგაციო სისტემებში ინტეგრირების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეროვნული ნავიგაციის სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, გარდაბნის, რუსთავის, გორისა და მცხეთის, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 794 კმ2 არეალი, 59958 ინტერესის ობიექტი, 37 308 საგზაო ნიშანი და 5678 კმ გზათა ქსელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)