|
2017-11-16 17:37:30, 2079 ნახვა
პოლიტიკა
კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა, გაიზარდოს
კანონპროექტის განხილვის დადგენილი ვადები შესაძლოა, გაიზარდოს. აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები რომან კაკულია და ლევან კობერიძე არიან. ცვლილებების თანახმად, ზუსტდება პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, შესაბამისი სუბიექტების მიერ კანონის პროექტის განხილვის კონკრეტული ვადები. კერძოდ, ისინი არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 25 დღისა (ნაცვლად 14 დღისა), ხოლო საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 20 დღისა, წამყვან კომიტეტს გადასცემენ თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტის თაობაზე. ამასთან, წამყვანი კომიტეტი კომიტეტის სხდომას იწვევს პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა (ნაცვლად 3 კვირისა). გარდა ამისა, ცვლილების შესაბამისად დაუშვებელია დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია, საპარლამენტო კომიტეტების კანონშემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და სავალდებულო დასკვნის წარმდგენი კომიტეტებისათვის 6 პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას. „ცვლილებით, კომიტეტებს საშუალება მიეცემათ ყოველი ინიციატივა განიხილონ ოპტიმალური დროის ფარგლებში, შეძლონ კონსულტაციების გამართვა ყველა დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. აღნიშნული გაზრდის კომიტეტების ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს. შედეგად გაიზრდება კომიტეტების ეფექტიანობა პარლამენტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში“,-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)