|
2017-11-16 17:13:07, 2101 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციასთან შეხვედრისთვის მზადაა
თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფს შეხვდეს და საქმეებზე ესაუბროს. როგორც კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მას ოპოზიციასთან შეხვედრა დაგეგმილი აქვს. „წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვთქვი მზაობა და დღესაც მინდა განვაცხადო, რომ ჩემს გუნდს, პირადად მე დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება. საგულისხმოა, რომ დღეს საკრებულოს ოპოზიციამაც გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფთან ვისაუბროთ საქმეებზე, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის და არა გამოგონილ პრობლემებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც თბილისისთვის საქმის კეთება სურს“, - აღნიშნულია ახლადარჩეული მერის განცხადებაში, რომელსაც მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)