|
2017-11-16 15:19:00, 1645 ნახვა
საზოგადოება
FAO-მ გაეროს გლობალური მიზნების მისაღწევად საჭირო ხედვები წარადგინა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, გაეროს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, FAO-ს მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას. პროექტის საბოლოო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი სამუშაო გეგმა იქნება, რომლის წარდგენა 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე. გაეროს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: ნულოვანი შიმშილი, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინა სარიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)