|
2017-11-16 13:33:27, 625 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის დელეგაცია ვიზიტით ართვინის გუბერნიაში გაემგზავრა
დღეს, 16 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც აჭარის დელეგაციას ართვინის გუბერნატორმა, ომერ დოღონაიმ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებზე, რეგიონში მზარდ თურქული ინვესტიციებზე. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, გაზრდილია ტურიზმის სტატისტიკის მაჩვენებლები. ,,აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დასაფასებელია თურქეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება სექტემბრის თვეში შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ორი სასაზღვრო რეგიონის აქტიურ თანამშრომლობას საბაჟო სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განახლებული „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაც, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი" -აღნიშნა ზურაბ პატარაძემ ართვინის გუბერნატორთან საუბრისას. მან განსაკუთრებული ყურადღება 25 სექტემბერს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტზე გაამახვილა. როგორც ართვინის გუბერბატორმა განაცხადა, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის ფარგლებშიც ინციდენტის მონაწილე თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლებულია თანამდებობებიდან, ხოლო ნაწილი სხვა ლოკაციაზეა გადაიყვანილი. მისასალმებელ და მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობების მიმართ, რომლის ფარგლებში, 2015 წლიდან ართვინის გუბერნიის, მურღულის რაიონის საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი კლასი მოქმედებს. შეხვედრაზე ართვინისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში. (NS)
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)