|
2017-11-16 13:27:11, 1677 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებისას სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათაგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. „დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. განსხვავებულის მიღება თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა. ამ თავისუფლების გაძლიერება - საზოგადოების განვითარების საწინდარია. ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის მიღება, გაგება და პატივისცემა აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და საყოველთაო განვითარების საზოგადოების ასაშენებლად. ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა თუ სხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ერთად ქმნიან ჩვენი საერთო სამშობლოს ხვალინდელ დღეს. ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ტრადიციებმა ახალ დროში ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო მუდამ იყოს ისეთი, როგორადაც მას დიდი ილია აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)