|
2017-11-16 13:24:09, 1551 ნახვა
საზოგადოება
ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ანგარიშის თანახმად ციხეებში ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული
„პენიტენციურ სისტემაში, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ანგარიშშია აღნიშნული. ამ მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევებს დადებითად აფასებენ, როგორც პროექტის ხელმძღვანელობა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” აქტივობათა შეფასების მე-3 ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის, ასევე, პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანგარიში პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ აქტივობებს და მიღწეულ შედეგებს მოიცავს. პენიტენციური სისტემის მიმართულებით, ანგარიშში მიღწევებს შორის აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა ციხეებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის დანერგვის სამწლიანი სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირების 95%-ს უტარდება სწავლება ციხეებში ჯანდაცვის მენეჯმენტის შესახებ და ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნითა და უნარებით. პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს. ინფორმაციას სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)