|
2017-11-16 11:12:08, 2882 ნახვა
საზოგადოება
„დაიჩოქეთ ქრისტეს წინაშე“ - ბერი მაქარაშვილი პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა
გუშინ ღამით, გამრეკელის ქუჩაზე ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. თავად მაქარაშვილმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ხელი დაარტყა. ფიზიკურ დაპირისპირებამდე ბერმა სამართალდამცველთა კორდონის გარღვევა მანქანითაც სცადა. რამდენიმე ასეული პოლიციელისგან შემდგარი კორდონები გამრეკელის ქუჩაზე მთელი საღამოს განმლოაბში იმ სახლთან იყო მობილიზებული, სადაც სასულიერო პირი ბოლო თვეების განმლობაში ცხოვრობდა. უთანმხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბინის მეპატრონემ ნიკოლოზ მაქარაშვილს სახლის დაცლა მოსთხოვა. ვითარება ადგილზე მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბერმა ნიკოლოზმა მხარდამჭერებთან ერთად ტერიტორია დატოვა. "წმინდა მოძღვარი იდევნება, 35 წელიწადი იდევნებოდა მამა გაბრიელი და ეხლა დევნიან მის ერთადერთ შვილს და მემკვიდრეს, წმინდა ბერ ნიკოლოზს. საპატრიარქოს დავალებით არ უშვებენ მის საცხოვრებელ სახლში,"-აცხადებს ბერის ერთ-ერთი მხარდამჭერი. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი მისი ნაქირავები სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებს. 2017 წლის ზაფხულშიც, ისინი ძალის გამოყენებით შეეცადნენ სახლში შეღწევას. მაქარაშვილის მომხრეების ნაწილი შენობის სახურავზეც ავიდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)