|
2017-11-16 11:08:09, 2062 ნახვა
საზოგადოება
უძრავი ქონების რეგისტრაციის რეფორმებს SSC-ის პლატფორმის წარმომადგენელი გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს გაეროს სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობის (SSC) პლატფორმის წარმომადგენელი გაეცნო. თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა SSC-ის ოფისის წარმომადგენელს სეიორა არიფჯანოვას საჯარო რეესტრის საქმიანობა, სერვისები და მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მიმდინარეობა გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, SSC–ის ოფისი საქართველოს რეფორმების შესახებ წერილობით ანგარიშს ამზადებს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს რეფორმებიც იქნება შეტანილი. სამხრეთი–სამხრეთის თანამშრომლობა (South-South Cooperation, SSC) გაეროს ფარგლებში დაფუძნებული პლატფორმაა, რომლის მიზანი განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)