|
2017-11-15 18:08:39, 1730 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი ისრაელის დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილეს, იოსი ჰამამის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს და ისრაელის სახელმწიფოს ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი ხანიშვილმა სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესოა ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება ხილის, რძის პროდუქტებისა და თევზის წარმოების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა საწარმოო და გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით. ისრაელის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის რიშონ ლეციონის მერის მოადგილის, იოსი ჰამამის განცხადებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების, კერძოდ, მეთევზეობის, მესაქონლეობისა და ხილის წარმოების მიმართულებით. რიშონ ლეციონის მერმა საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)