|
2017-11-15 15:02:44, 1786 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის დავალებით წურწუმიას ქუჩაზე გზის დაგება დაიწყო
თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ შეხვდა და საგზაო სამუშაოების გაჭიანურებით შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა. კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. მერიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 30 ერთეული სპეც-ტექნიკა იყო მობილიზებული, დღეს დილიდან კი, მერის დავალების შესაბამისად, ასფალტის ქვედა ფენის დაგება დაიწყო. მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. წურწუმიას ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)