|
2017-11-15 13:56:55, 2052 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: სამთავრობო ცვლილებების ფონზე, მთავრობა პრობლემების გადაწყვეტაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ხელისუფლებები ცდილობდნენ გარკვეული ცვლილებები შეეტანათ სახელისუფლებო სტრუქტურაში, თუმცა ეს გარკვეულწილად საზოგადოების თვალის ახვევას ისახავდა მიზნად. „მე „ნაციონალური ხელისუფლების“ მუშაობის პერიოდი მინდა გავიხსენო, როდესაც ხშირად ხდებოდა ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებებს არანაირი ემპირიული საფუძველი არ ახლდა და მათი მიზანი რეალურად იყო თუ არა ოპტიმიზაცია ან ბიუროკრატიის შემცირება ეს საკითხავია, რადგანაც ერთი მიმართულება ისევ იმ მიმართულებად რჩებოდა და არანაირი რეალური ფუნდამენტური ცვლილება ამ სტრუქტურის შეცვლაში არ გამოიხატებოდა. ჩვენ ამ ეტაპზე ვადევნებთ თვალს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოხდეს მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. მიზანი ამ სტრუქტურული ცვლილებებისა ბატონმა პრემიერმა განუცხადა საზოგადოებას და რაზეც ცხადია პარლამენტსაც მოგვიწევს მსჯელობა, სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებლო მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია გახლავთ. ეს არის მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულება, სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა მენეჯერული კუთხით უნდა განახორციელოს ძალიან სწორი და ოპერატიული მართვა ჩვენი ქვეყნის, რამაც ცხადია შედეგი უნდა გამოიღოს“,-განაცხადა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ მინისტრობის ის კანდიდატები, რომელიც პრემიერმა წარადგინა, შესაბამისი ცოდნით და მაღალი განათლების დონით გამოირჩევიან.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)